პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

image
ინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ა.პ. ფონიჭალის დასახლებაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერა. სამართალდამცველებმა მისგან 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება„ჰეროინი“ ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით



53
24-10-2019, 19:23

კომენტარის დამატება