თბილისში, ვარკეთილში არსებული ინფორმციით ტაქსის მძღოლი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. მოკლული 65 წლამდე კაცია. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს