ავარია მშრალ ხიდზე მსხვერპლით დასრულდა

image
ავარია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ავტომობილია დაზიანებული. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.

წყარო:http://www.rustavi2.ge/ 



224
29-10-2019, 11:44

კომენტარის დამატება