აზერბაიჯანელთა შურისძიება: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"

loading...
image
ივლისს, თბილისის "დინამომ" უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" პირველი მატჩი გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

თუმცა, ყველაფერი ამით არ ამოიწურა და ინციდენტი მოხდა "დინამო არენაზე" ტრიბუნაზე გამოფენილი ბანერის გამო, სადაც ეწერა: "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი. 1921".

"გაბალას" გულშემატკივრებმა ერთი კვირის შემდეგ შური იძიეს და "გაბალა"-"დინამოს" საპასუხო მატჩის დროს საპასუხო პლაკატი გამოფინეს, წარწერით: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა".

9 ივლისს გამართულ მატჩში "გაბალამ" თბილისის "დინამო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაზე გავიდა.

წყარო: sportall.ge

loading...


vivus.ge
3099
9-07-2015, 23:36

კომენტარის დამატება