ზუგდიდში ქალი დააკავეს-პირადი ჩხრეკისას, 3 პისტოლეტი და 45 ვაზნა, 224 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

loading...
image
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული მ.ქ. ზუგდიდში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული 3 პისტოლეტი და 45 ვაზნა, ხოლო მისი კუთვნილი სამონადირეო მაღაზიიდან - „სტრანგერის“ მოდელის 2 სანადირო თოფი, მარკირებისა და ნომრის გარეშე, ასევე, 224 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას 3-დან ხუთ წლამდე.

LIVEPRESS.GE

loading...


vivus.ge
1484
11-12-2016, 12:23

კომენტარის დამატება