სანზონაში 3-მმა თურქმა არასრულწლოვანი გოგონა სცემეა და გაუპატიურება სცადეა

loading...
image
სავარაუდოდ სამმა უცხოელმა ახალგაზრდა მამაკაცმა რამდენიმე საათის წინ ქართველ არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა. ინფორმაცია რუსთავი 2-ს ორგანიზაცია ქართულმა ძალამ მიაწოდა.

როგორც ორგანიზაციის ერთ ერთმა წევრმა რუსთავი 2 განუცხადა, 17 წლის გოგონა მომხდარის შემდეგ სწორედ მათ დაუკავშირდა და უამბო, რომ მეტროსადგურ ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე მას 20დან 25 წლამდე 3 მამაკაცი დახვდა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, სადაც სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. არასრულწლოვანი აცხადებს, რომ იყო სექსუალური ძალადობის მცდელობაც, თუმცა მას შემდეგ რაც ყვირილი დაიწყო, თავდამსხმელები გაიქცნენ.

დაზარალებული ყვება, რომ მამაკაცები უცხო ენაზე საუბრობდნენ და შეუძლია თითოეული მათგანის ამოცნობა. როგორც ორგანიზაცია ქართულ ძალაში აცხადებენ, ამ წუთებში არასრულწლოვანი პოლიციაში, დაკითხვაზე იმყოფება.

ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსთავი 2 შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

ფოტო სოციალური ქსელიდან.





წყარო: www.news.education2016.com

loading...


vivus.ge
1561
23-10-2016, 21:17

კომენტარის დამატება