წელს ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა

loading...
image
2015 წლის ივნისში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციამ 4.5% შეადგინა, რაც ჯერჯერობით 2015 წლის ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წელს ყოველთვიურად ინფლაცია საშუალოდ 2% იყო, თუმცა მაისში მან ზრდა დაიწყო და ჯერ 3.5% გახდა, ივნისში კი 4%-იან ნიშნულს გადააბიჯა და 4.5% გახდა.

ინფლაციური მოლოდინების ზრდის გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების სესხებზე განაკვეთი 5.5%-მდე გაზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 5.7%-ით გაძვირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი. ამ ჯგუფში ფასების ზრდამ ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1.66%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა ხილსა და ყურძენზე - 35%. ასევე, ზეთისა და ცხიმის ქვეჯგუფზე - 9.8%.

7.4%-ით გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვის სექტორზე, სადაც ყველაზე მეტად - 16%-ით ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ღირებულება კი 5.3%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში ფასების ზრდა იმით არის განპირობებული, რომ მედიკამენტების დიდი წილი იმპორტირებულია.

11.4%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი. აქედან თამბაქოს ნაწარმი 8.7%-ით გაძვირდა. ამ ჯგუფში ფასების მატება სახელმწიფოს მხრიდან აქციზის გადასახადის მატებას უკავშირდება.

აღსანიშნავია ფასების კლება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ტრანსპორტი -0.6%, სადაც ფასების კლება წინა წელთან შედარებით შემცირებულმა საწვავის ფასმა გამოიწვია. საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით საშუალოდ 3.3%-ით უფრო იაფად არის შესაძლებელი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა.

წყარო: tabula.ge

loading...


vivus.ge
5199
8-07-2015, 05:27

კომენტარის დამატება