ტორტი ,,ჯადოქარი" - სწრაფი, მარტივი და ძალიან გემრიელი

loading...
image
ინგრედიენტები:

ცომისთვის:

შაქარი — 1 ჭიქა
კვერცხი — 4 ცალი
ვანილინი — გემოვნებით
გამაფხვიერებელი — 1 ჩ. კ.
ფქვილი — 1 ჭიქა

კრემისთვის:

კვერცხი — 2 ცალი
რძე — 2 ჭიქა
შაქარი — 1 ჭიქა
ფქვილი — 6 ს. კ.
კარაქი — 50 გრ.
ვანილინი — გემოვნებით

მინანქარი:

კარაქი — 50 გრ.
კაკაოს ფხვნილი — 3 ს. კ.
შაქარი — 4 ს. კ.
არაჟანი — 4 ს. კ.
ვანილინი — გემოვნებით

მომზადება:

1. ათქვიფეთ კვერცხი და ვანილინი > დაამატეთ შაქარი და თქვიფეთ, ვიდრე შაქარი არ გადნება > დაამატეთ ფქვილი გამაფხვიერებლით და ისევ ათქვიფეთ.
ეს არის ბისკვიტის რეცეპტი, რომელიც ყოველთვის ფუმფულა და ნაზი გამოდის.
2. საცხობ ფორმას ძირზე (გვერდებს არა) წაუსვით მარგარინი ან კარაქი
3. ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
4. კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ ვანილინი და ფქვილი > რძე შეათბეთ ქვაბში > დაუმატეთ კვერცხის ნარევი > ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე არ გასქელდება, თან სულ ურიეთ.
5. კრემი გადმოდგით ცეცხლიდან > დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ > გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე და შედგით მაცივარში.
6. ბისკვიტი გაყავით ორ ფენად > პირველ ფენაზე მოათავსეთ კრემი და დანით გაასწორეთ, რომ ყველგან თანაბარ სიმაღლეზე იყოს > დააფარეთ ზემოდან ბისკვიტის მეორე ფენა.
7. მინანქრის მოსამზადებლად, ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კარაქი > დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ > დაამატეთ კაკაო, შაქარი, არაჟანი და ვანილინი > ყველაფერი კარგად აურიეთ და ხარშეთ, ვიდრე შაქარი სრულად არ გადნება, თან სულ ურიეთ. გაითვალისწინეთ, იმდენად დაბალ ცეცხლზე უნდა იდგეს, რომ შაქარი მანამდე გადნეს, ვიდრე ადუღდება. მინანქარი დუღილის ტემპერატურამდე არ მიიყვანოთ.
8. მინანქარი შეაგრილეთ > ტორტს ზემოდან გადაასხით > შედგით მაცივარში 3-4 საათით.

წყარო: intermedia.ge

loading...


vivus.ge
2626
4-10-2015, 01:17

კომენტარის დამატება