ნამცხვარი ,,ანიუტა,,

loading...
image
200გრამი მარგარინი
2 ჭიქა ნახევარი შაქარი
2ჭიქა მაწონი სოდა-ძმრით
ვანილი
6 ჭიქა ფქვილი...
მარგარინი გავადნოთ დავუმატოთ შაქარი,მაწონი სოდა ძმრით,ვანილი და ბოლოს შევაზილოთ ფქვილი..
ცხვება სამ ფენად..
ერთ ფენას დავამატოდ კაკაო..ზედა და ქვედა ფენა თეთრი,შუა ფენა კაკაოსი...
ორ ფენას წავუსვათ კრემი..მესამე ფენას ზემოდან მოვასხათ მინანქარი..
კრემი;
ერთი კოლოფი შესქელებული რძე
200გრამი კარაქი
ერთი ჭიქა არაჟანი
ერთი ჭიქა ნიგოზი
ვანილი
მინანქარი;
ერთი ჭიქა შაქარი
4 სუფრის კოვზი კაკაო
4სუფრის კოვზი რძე
50გრამი კარაქი
ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოვასხათ ცხელ-ცხელი დაკრემილ ნამცხვარს ზემოდან...
გემრიელად მიირთვით...

მედია პორტალი - GoldNews.Ge

loading...


vivus.ge
11133
4-10-2015, 07:56

კომენტარის დამატება