„ნატო-ს არ აქვს ძალა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ხელი შეუშალოს“

loading...
image
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს არ აქვს ძალა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ხელი შეუშალოს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ხელშეკრულებას ძალა არ აქვს. მას არავინ სცნობს. ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა. ახალ, ე.წ. ხელშეკრულებას არ ექნება ძალა, ისევე, როგორც არ აქვს და არასდროს ექნება ძალა ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც სოჭში, გასულ წელს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის გაფორმდა“, – განაცხადა აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში.
„ჩვენ არ ვაღიარებთ არათუ ამ ხელშეკრულებების, არამედ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს ძალა, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს, ვაიძულოთ, რომ არ გააფორმოს ეს ხელშეკრულება. ჩვენ ვეხმარებით და გავაგრძელებთ საქართველოსთვის დახმარების გაწევას პოლიტიკურ, პრაქტიკულ და დიპლომატიურ დონეზე“, – აღნიშნა აპატურაიმ.

loading...


vivus.ge
858
8-07-2015, 15:25

კომენტარის დამატება