საოკუპაციო ზოლი რუსმა მესაზღვრეებმა კილომეტრნახევრით კიდევ გადმოწიეს

loading...
image
საოკუპაციო ზოლი რუსმა მესაზღვრეებმა კილომეტრნახევრით კიდევ გადმოწიეს. საუბარია გორის რაიონის წითელუბანსა და ხურვალეთზე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფლების საძოვრები და მიწის ფართობები, სადაც მოსახლეობას ნათესები ჰქონდა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ წელს მოსავლის აღებას ვეღარ შეძლებენ. მათ რუსი მესაზღვრეებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობისგან თავი შეიკავონ.

ადგილზე მუშაობს მოამბის კორესპონდენტი ნინო ფისაძე,

წყარო: 1tv.ge

loading...


vivus.ge
1493
12-07-2015, 01:09

კომენტარის დამატება