"მე ბო...ში არასოდეს დავდიოდი..." - სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაზე "ნაციონალები" ჩაბჟირდნენ

loading...
image
"მე ბო...ში არასოდეს დავდიოდი..." - სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაზე "ნაციონალები" ჩაბჟირდნენ
მე 10-მანეთიან ბოზებში არასდროს დავდიოდი - თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, ის არასდროს დადის EBRD-ზე, რადგან მეუღლის ერთგულია.

"მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება.

ბატონო კაკო, ის 37 მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5-ათასევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე, ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე.

ეტყობა, თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი "იბიარდზე" იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე "იბიარდზე" ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტონ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით, საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ", - განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

გამოსვლისას სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჯაჭვლიანის გაჩერება რამდენჯერმა სცადა და შეახსენა, რომ პარლამენტში კორექტულად ესაუბრა.

ჯაჭვლიანის განცხადებისას დეპუტატები სიცილს ვერ იკავებდნენ.

loading...


vivus.ge
1556
23-07-2015, 17:47

კომენტარის დამატება