ვის და რატომ აგინა ბიძინა ივანიშვილმა

loading...
image
ვის და რატომ აგინა ბიძინა ივანიშვილმა
„ივანიშვილი „აბაროტის“ აღებას საკუთარი გუნდის წევრებისგან დაიწყებს. „ალიას“ ინფორმაციით, ივანიშვილი გაბრაზებას ვერ მალავს ზოგიერთი მინისტრის მიმართ, რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან მას დაძაბული საუბარი ჰქონია - კალაძისთვის გაბრაზებულს უთქვამს, ამის დედა ვატირე, რას გადაგვაყოლე ამ შენს ბიზნესს და პირად ინტერესებს, რით ვერ დაკმაყოფილდი , რა გინდა? სხვაგან გაზი იაფდება, შენ აძვირებ, მე ვიცი, ამას რატომაც აკეთებ - ელექტროენერგიაზე და გაზზე ტარიფები იმიტომ გაზარდეთ, რომ ხალხმა „ნესკრაჰესისა“ და „ხუდონჰესის“ მშენებლობა არ გააპროტესტოს, სადაც შენი ინტერესებია ჩადებული და ეს საკითხი ტარიფების გაზრდის გზით გაიტანე. ხალხი იმ იმედით დაგნებდა, დენი გაგვიიაფდება, დავსაქმდებით და ჯანდაბა, ბედს შევეგუებითო...

ივანიშვილის გაბრაზების პიკი კი იყო გიგი უგულავას საქმე, ივანიშვილმა შუშის სასახლეში დაიბარა მთავარი პროკურორი ბადაშვილი და მისი მოადგილე შოთაძე, პირდაპირი მნიშვნელობით აგინა, ნემსის ყუნწში გააძვრინა და მოითხოვდა პასუხს, წინასწარ იყო ნავარაუდევი თუ არა, რა პრობლემები მოჰყვებოდა უგულავას 9-თვიან წინასწარი პატიმრობის ვადის დარღვევას. უგულავს საქმის გარდა ივანიშვილს ბადაშვილი- შოთაძისგან სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც მოუთხოვია პასუხი... პროკურორებს უპასუხიათ, მოწმეების გადაბირება ხდება და ჩვენებებს ცვლიანო... ივანიშვილი ამ პასუხზე სულ გადარეულა, და ეს ყველაფერი ვისი ბრალია, თქვენი „ფეხებზე მკიდია“ დამოკიდებულების, საქმე არავის გაინტერესებთ, თქვენს გამოა, რომ ხალხი მაგინებს და ყველას მე მოგივლით, თქვენი „დუხი“ აღარ ვნახო პროკურატურაშიო...“

წყარო „ალია“
- See more at: http://gogaggg.com/108439#sthash.9cKY6BoH.dpuf

loading...


vivus.ge
4677
22-09-2015, 08:30

კომენტარის დამატება