მიხეილ სააკაშვილი კიევის აეროპორტში დააკავეს

loading...
image
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კიევის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემები შეექმნა,- ამის შესახებ მან უკრაინული მეხუთე არხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილს კიევში ჩაფრენისთანავე ხელბორკილები დაადეს, თუმცა მას ევროპარლამენტარები ახლდნენ თან, რომლებმაც ვითარება განმუხტეს.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას ჯერ უკრაინის ხელისუფლებისგან ოფიციალური ინფორმაცია მისი პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ არ მიუღია. მანვე უკრაინულ მედიასთან კიევში მისი წინა ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, ის წინა ჩასვლისას უკრაინაში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და ევრომაიდანზე დემონსტრანტებს სიტყვითაც მიმართა.

ეს მოხდა: 26.დეკემბერი.2013

წყარო: mediamall.ge

loading...


vivus.ge
7884
9-07-2015, 00:18

კომენტარის დამატება