მომავალ პრეზიდენტს სავარაუდოდ პარლამენტი აირჩევს "ქოცების არჩევანი"

loading...
image
მოსალოდნელი ცვლილებები კონსტიტუციაში - მომავალ პრეზიდენტს სავარაუდოდ პარლამენტი აირჩევს
დღეს, 12:22 1717


ქართული ოცნება ცესკოს საბოლოო შედეგებს და მაჟორიტარების მეორე ტურებს არც კი ელოდება და უკვე აანონსებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

რამდენიმე, უკვე არჩეულმა დეპუტატმა ღიად განაცხადა იმ გეგმების შესახებ, რომელიც პარტიას ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით აქვს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულ ოცნებაში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე ამახვილებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არის გარკვეული აცდენა მოქმედი კონსტიტუციით არჩეულ პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და პრეზიდენტის უფლებებს შორის და ეს საკითხი არის გამოსასწორებელი.

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდეს და მოქმედმა პარლამენტმა აირჩიოს.

„გვაქვს გარკვეული ნონსენსი, ისინი ერთმანეთთან ლოგიკაში არ ჯდებიან, არ არის ლოგიკური. ყველაზე უფრო დიდი ლეგიტიმაციით არჩეული, როგორც უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკებში, ასეა არჩეული და ამ დროს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია მის უფლებებსა და მოვალეობებში, ასევე გასასწორებელია,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ეს არ არის ერთადერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელის განხილვას და მიღებასაც ქართული ოცნება გეგმავს. შეგახსენებთ, რომ უკვე დაწყებულია მსჯელობა ქორწინების შესახებ დეფინიციის კონსტიტუციაში შეტანასა და ქუთაისიდან პარლამენტის კვლავ თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით.

loading...


vivus.ge
11189
10-10-2016, 14:15

კომენტარის დამატება