პატრიარქი ილია მეორე შეუძლოდ გახდა

image
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, იგი შეუძლოდ წირვის დროს გახდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სასულიერო პირებმა ის წირვის დასრულებამდე აზიარეს და სადიაკვნოდან გაიყვანეს.

პატრიარქის მკურნალი ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, მას თავბრუსხვევა აწუხებდა. თუმცა, გასინჯვის შემდეგ დადგინდა, რომ პატრიარქს ჰოსპიტალიზაცია, ან რაიმე სახის მედიკამენტოზური ჩარევა არ სჭირდება.
მისივე ინფორმაციით, პატრიარქი კარდიოლოგმაც გასინჯა. ექიმის ცნობით, ეს იყო წამიერი დისკომფორტი. პატრიარქი ამ დროისთვის საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფება და სტუმრების მისაღებად ემზადება.



5 080
24-02-2019, 19:19

კომენტარის დამატება