ილია მეორე: მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ

loading...
image
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხატის ძალაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ.

„ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი, ხატის ძალა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უარყოფს ხატის თაყვანისცემას, მაგრამ მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატი არის გამოსახულება იმ პირველი ადამიანისა, რომელიც არის გამოსახული ამ ხატზე. კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა. ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავიანთი შვილები, ხატით უნდა დალოცონ. ეს ხატი მუდამ მფარველი ძალა იქნება შვილისა“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

loading...


vivus.ge
1974
23-10-2016, 22:43

კომენტარის დამატება