ამ კუნძულზე ჩასვლის შემთხვევაში 300 დოლარს გაჩუქებენ

loading...
image
ტურისტები, რომლებიც აშშ-ის ვირჯინის კუნძულებზე წელს ჩავლენ, საჩუქრად 300 დოლარს მიიღებენ. კუნძული აშშ-ის შემადგენლობაში შესვლიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, წამოწყებული კამპანიაც სწორედ საიუბილეო თარიღს უკავშირდება.

31 მარტს კუნძულზე ჩასული ტურისტები სპეციალურ სუვენირსაც მიიღებენ საჩუქრად.

ნაჩუქარი თანხა კი ვიზიტორს შეუძლია კუნძულზე სხვადასხვა ტურებზე და გასართობ საშუალებებზე დახარჯოს.

აღსანიშნავია, რომ ვირჯინის კუნძულები დანიამ აშშ-ის ასი წლის წინ 25 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროდ მიჰყიდა.

იუბილესთან დაკავშირებით კუნძულებზე წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ვიზიტორს ელოდებიან.
ვირჯინის კუნძულები ფლორიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მოსახლეობა 100 000 ადამიანს შეადგენს.

loading...


vivus.ge
1946
7-01-2017, 18:46

კომენტარის დამატება