სტუმრების მოსვლამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

loading...
image
ალბათ დღე არ გავა ისე, რომ მეზობელი ან დაქალი არ გესტუმროთ ფინჯან ყავაზე, რომელთაც სტუმრებად არ მივიჩნევთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმ ფაქტზე, არის თუ არა სახლში წესრიგი. თუმცა, თუ სტუმრად განსაკუთრებულ ნაკადს ველოდებით, წინა ღამეს არ გვძინავს და ვცდილობთ ე.წ. "გენერალური უბორკით" მოვიწონოთ თავი მათ წინაშე. აღარ დაგჭირდებათ მსგავსი "თავის შკვლა" სახლში სისუფთავის გამო, თუ სტუმრების მოსვლამდე მხოლოდ ამ აუცილებელ 10 რჩევას გაითვალისწინებთ.


1. ტელევიზორის სამართავი. (დისტანციური "პულტი") ერთი შეხედვით "პულტში" უსუფთაობა არ შეინიშნება, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ ღილაკებს შორის დაგროვილ მტვერსა და ჭუჭყს. თუ კი მას სტუმარი შენიშნავს, დამეთანხმებით რომ უხერხული იქნება. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ტელევიზორისა და სხვა ტექნიკის სამართავ მოწყობილობებს.


2. მიკროტალღური ღუმელი. სტუმრების მოსვლა ყოველთვის სუფრასთან ან ოჯახურ ვახშამთანაა დაკავშირებული, ამიტომ მიკროტალღური ღუმელის გამოყენება გარდაუვალი იქნება. არ არის გამორიცხული მათი თანდასწრებით მოგიწიოთ კერძის, ხაჭაპურის ან პიცის გათბობა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მის სისუფთავეს, რათა თქვენი კერძების მიმართ სტუმრებს ზიზღი არ გაუჩნდეთ.


3. ონკანი. ოჯახური ვახშმის დროს სტუმარი აუცილებლად ისარგებლებს ხელის დასაბანად თქვენი ონკანით, ამიტომ მის სისუფთავეს მიაქციეთ ყურადღება და ეცადეთ იბრწყინოს, რათა თავიდან აიცილოდ უხერხულობა.


4. სასაპნე. აუცილებლად საყურადღებოა სასაპნე, სადაც საპონს ათავსებთ, რომელშიც ბლანტი საპნიანი წყალი გროვდება და უსიამოვნო სუნს იწვევს.

5. სარკე. თუ თქვენ სახლში ბევრი სარკე გაქვთ როგორც კარადებზე, ასევე კედელსა თუ შემოსასვლელში, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მათ სისუფთავეზე, რადგან სტუმრებს აუცილებლად მოუნდებათ მათში ჩახედვა ვარცხნილობის შესასწორებლად, ტუჩსაცხის წასასმელად ან ისე, უბრალოდ.


6. ვენტილაცია. თუ სახლში გაქვთ ვენტილაცია, კონდიციონერი, გამწოვი და ა.შ, უნდა გახსოვდეთ, რომ აბლაბუდების უპირველესი გარემოა და აუცილებლად გააკონტროლეთ, რათა სტუმრებთან არ შერცხვეთ ჩამოკიდებული აბლაბუდით.


7. ფეხის გასაწმენდი ტილო კარის ზღურბლზე. ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კარის ზღურბლზე არსებულ ფეხის საწმენდ ტილოს, რომელზეც სტუმარი შემოსვლამდე ფეხს აუცილებლად გაიწმენდს.


8. სანათები. ყველას გვაქვს სახლში სხვადასხვაგვარი სანათები, ჭაღი, ბრა, ნათურა და ა.შ. ისინი, როგორც ვენტილაციები, მტვრის მიზიდულობით გამოირჩევიან, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ფაქტორიც სტუმრის მოსვლამდე და გააპრიალეთ ისინი, რათა თავიდან აიცილოდ უხერხულობა.


9. დარაბა (ჟალუზი). მტვერს ასევე უყვარს კონცენტრირება ფანჯრის ჟალუზებში, ამიტომ გირჩევთ ისინიც გაწმინდოთ, რადგან სტუმარი აუცილებლად მივა ფანჯრებთან ხედის სანახავად თუ უბრალოდ დღის კონტროლისთვის.


10. ფანჯრის რაფა. როგორც ჟალუზებში, მტვერს ასევე უყვარს მოკალათება ფანჯრის რაფებზე, ამიტომ აუცილებლად გაწმინდეთ ისინიც.

loading...


vivus.ge
3236
8-01-2017, 14:54

კომენტარის დამატება