სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ გოგონას სახეში გოგირდმჟავა შეასხეს

loading...
image
ლამაზმანის ყოფილმა საყვარელმა ვერ აიტანა განშორება.

საშინელი ინციდენტი მოხდა ამ დღეებში იტალიაში, სადაც ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულ"მის რომანია"-2007-ს, ჯესიკა ნიტაროსს(Gessica Notaro)ექს-საყვარელმა სახეში გოგირდმჟავა შეასხა.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, 28 წლის ქალს ძლიერად დაზიანებული აქვს ცალი თვალი, ამასთანავე გოგონას დამწვარი აქვს თეძო და ფეხი.
თავდასხმა მოხდა მოდელის სახლის სიახლოვეს, საკურორტო ქალაქ რიმინიში.ახალგაზრდა ქალი მეზობელ ქალაქ ჩეზანას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჯამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ექიმები შიშობენ, რომ შესაძლოა ჯესიკა ცალი თვალით დაბრმავდეს.

ადგილობრივმა პოლიციამ მალევე დაადგინა დამნაშავე.იგი არის 29 წლის ედსონ ტავარესი.ბრალდებული დაკავებულია.
ცნობილია, რომ ტავარესი და ნიტაროსი ერთი ხანობა ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა ერთი წლის წინ ჯესიკამ გადაწყვიტა დაშორებოდა თავის საყვარელს, 2016 წლის აგვისტოში მან პოლიციასაც მიმართა საჩივრით ყოფილ ბოიფრენდზე, ძალადობრივი მოპყრობის გამო.

სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ გოგონას სახეში გოგირდმჟავა შეასხეს
სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ გოგონას სახეში გოგირდმჟავა შეასხეს
სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ გოგონას სახეში გოგირდმჟავა შეასხეს
სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ გოგონას სახეში გოგირდმჟავა შეასხეს

loading...


vivus.ge
1263
12-01-2017, 14:29

კომენტარის დამატება