სოფელ ლიაში დედამ ახალშობილი გაგუდა

loading...
image
წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დედამ ახალშობილი გაგუდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც news.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ მშობიარობისას, ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ბავშვის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოში იმყოფება და მომხდარს აღიარებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილს მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და ის ქმრის ოჯახში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა, მისი ფეხმძიმობის შესახებ არავინ იცოდა.

loading...


vivus.ge
2714
6-01-2017, 17:34

კომენტარის დამატება