ბატი-ბუტის გამო 3 წლის გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს

loading...
image
ბავშვის გარდაცვალებაზე დიდი უბედურება ქვეყანაზე არ არსებობს.
როგორ უნდა ანუგეშო მშობლები, რომლებმაც ანგელოზი დაკარგეს?..
მირანდა გრეის ლავინსონი ნოემბერში გარდაიცვალა, თვენახევრის შემდეგ, მას მერე, რაც პოპკორნის გაუხსნელი მარცვალი გადასცდა.
ტრაგიკული ისტორია შარშან, მაისში დაიწყო.
ელისონ ლოუსონმა, გოგონას დედამ საკუთარი დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.
ყველა მშვენიერ განწყობაზე იყო, მხიარულობდნენ.
ერთ-ერთი ნათესავის, ბობ ჯო კორდის თქმით, "გვიან საღამოს მირანდამ სასტუმრო ოთახში მოირბინა. თვალებში შიში ჩასდგომოდა, ხმას ვერ იღებდა. ყველანი გავქვავდით. ეს იყო უკანასკნელი წამი, შემდეგ მირანდა უგონოდ დაეცა. გავუსინჯეთ პირი, არაფერი ჰქონდა. მამამ
ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, გულის მასაჟი გაუკეთა".
"სასწრაფოს" ექიმებმა დაადასტურეს, რომ გოგონას გული გაუჩერდა.
გოგონას პირში არაფერი ჰქონდა, როგორც ჩანს, პოპკრნის მარცვალი ტრაქეაში ღრმად მოხვდა და ჟანგბადის მიწოდება შეაფერხა.
იმ დროს მშობლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს.
მირანდა საავადმყოფოში გადაიყვანეს და სუნთქვის ხელოვნურ აპარატზე შეაერთეს.
სამწუხაროდ, ექიმებმა მშობლებს განუცხადეს, რომ ტვინი გაითიშა, მაგრამ სხვა ორგანოები ჯერ აგრძელებდნენ მუშაობას.
გეგმის მიხედვით, იგი სუნთქვის ხელოვნური აპარატიდან უნდა გამოერთოთ, მაგრამ მშობლებს სჯეროდათ, რომ სასწაული ყოველდღე მოხდებოდა.
მშობლებმა ვირჯინიის სასამართლოსაც მიმართეს, რადგან ექიმებს გოგონა აპარატიდან არ გამოერთოთ. მათ სწამდათ, რომ სასწაული მოხდებოდა და მათი გოგონა გადარჩებოდა. 30 ათასი დოლარიც დახარჯეს, პროცესი 6 თვე გაგრძელდა, სწორედ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გამორთეს გოგონა აპარატიდან.
მირანდას მედდები უვლიდნენ. ერთ-ერთმა გოგონას ტერფის ანაბეჭდიც კი გადაიღო მამისთვის.
პეტი და ელისონი ყველანაირად ცდილობდნენ შვილის გადარჩენას, მაგრამ ნოემბერში მირანდამ დატოვა ეს სამყარო...
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი პოპკორნის მარცვალი გახდა. უბედურებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა მირანდას მშობლებს რომ სწორი და დროული რეაგირება მოეხდინათ, იქნებ გოგონას გადარჩენა შესაძლებელი გამხდარიყო.

loading...


vivus.ge
5172
8-01-2017, 15:25

კომენტარის დამატება