12 წლის გენიოსი – ბიჭმა გამომუშავებული მილიონებით მშობლებს დიდი სახლი უყიდა

loading...
image
კირონ უილიამსონს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს. 12 წლის ბიჭი ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდება თანატოლებისგან – მოსწონს ფეხბურთის თამაში, ველოსიპედით სეირნობა, მეგობრებთან დროის გატარება. თუმცა მაინც გამოირჩევა – მას ხატვის საოცარი ნიჭი აქვს. ბიჭს “მინი-მონეს” უწოდებენ და ბოლო გამოფენაზე 40 ნახატი გაყიდა, რომლებშიც 500 ათას დოლარზე მეტი გადაუხადეს. დღეს კირონი უკვე მილიონერია.

მისი ნახატების შესაძენად რიგები დგას, გამოფენაზე კი მთელი მსოფლიოს კოლექციონერები დადიან. ბიჭს პატარა გენიოსს უწოდებენ და ნამდვილად ასეა. ასპარეზზე 7 წლისა გამოჩნდა, როცა ოჯახთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა. გამომუშავებული ფულით მან ოჯახს უკვე უყიდა დიდი სახლი ტბის პირას. ახლა კი ოცნებობს, იტალიაში ჩავიდეს, იყიდოს რამდენიმე ძროხა და დახატოს ისინი მინდორში, სადაც საბალახოდ გაუშვებს.

კირონი თავისუფალ დროს სულ ბუნებაშია, ხანდახან გამთენიისას დგება, რომ ალიონს შეხვდეს ან ტბის პეიზაჟით დატკბეს, მერე კი ამ ყველაფერს ტილოებზე ასახავს. შარშან დაწყებითი კლასები დაამთავრა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს, შინაურ სწავლებაზე გადაეყვანათ – ასე მეტი თავისუფალი დრო ექნება, როცა უნდა, ბუნებაში გაატარებს დროს და აბეზარ თაყვანისმცემლებსაც აარიდებს თავს.

loading...


vivus.ge
3698
8-01-2017, 16:05

კომენტარის დამატება