სამტრედიაში ბიცოლამ 4 წლის ბავშვი მოკლა

loading...
image
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში 4 წლის ბავშვი ბიცოლამ მოკლა. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალმა მკვლელობა აღიარა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლით აღიძრა, რაც დამძიმებულ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალური ვერსია უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც საკუთარი შვილი გარდაეცვალა.

გარდაცვლილის დედა ბავშვის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

loading...


vivus.ge
35960
8-01-2017, 17:06

კომენტარის დამატება