როგორ მოკლეს 4 წლის ბავშვი სამტრედიაში?

loading...
image
დაახლოებით ერთი თვის წინ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში 4 წლის ლიზი შენგელია, გარდაცვლილი საკუთარმა ბებიამ იპოვა.

სოფელში ლიზის გარდაცვალებაში შენგელიების ოჯახის წევრს ადებენ ხელს და აცხადებენ, რომ გოგონა შვილმკვდარმა ბიცოლამ დაახრჩო და გარდაცვალების იმიტაცია გაითამაშა.
ბაღების გაერთიანების დირექტორი ხათუნა ახობაძე „პრესა.ჯი“-ს უყვება, რომ ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. ქალბატონმა კი დანაშაული აღიარა.

„პრესა.ჯი“: როდის გარდაიცვალა გოგონა და რა იცით მომხდარის შესახებ?

-40 დღე არც არის გასული, მთელი რაიონი შეძრულია მომხდარის გამო. გარდაცვლლი ლიზიკო ჩვენი ბაღის - „კულას“ აღსაზრდელი იყო. სოფელში ამბობენ, რომ ბიცოლამ გაგუდა, როცა ბავშვი სტუმრად იმყოფებოდა მასთან.

-საიდან გაჩნდა ეჭვი, რომ მცირეწლოვანი ბიცოლამ გაგუდა?

-ექსპერტიზა ჩვენ მოვითხოვეთ, ბაღენის გაერთიანებამ მოითხოვა, რადგან , გოგონას გარდაცვალება ზოგიერთებმა, მენინგიტს, ზოგმა C ჰეპატიტს დაუკავშირა, რადგან მოზარდს სხვა ბავშვებთან შეხება ჰქონდა მოვითხოვე ქუთაისში წაესვენებინათ ცხედარი ექსპერტიზაზე. სწორედ ეს ამბავი მოუყოლია ეჭვმიტანილისთვის ერთ-ერთ მეზობელს, რომ ბავშვი ქესპერტიზაზეა წაყვანილი და გარდაცვალების მიზეზებიც გაირკვევაო. ამის გაგონებაზე უთქვამს, „ვაი რა მეშველება“ მე მომადგებიანო.

-ქალბატონის ეს განცხადება გახდა დაკავების მიზეზი?

-მეზობელი მისულა პოლიციაში და დეტალურად მოუყოლია, დაკავებულის რეაქცია და რეპლიკები, როდესაც ექსპერტიზაზე ცხედრის გაგზავნის შესახებ გაიგო. ეჭვმიტანილს მეზობელთან უღიარებია, რომ ბავშვი გაგუდა, რის შემდეგაც პოლიციამ აიყვანა სავარაუდო მკვლელი. როგორც ვიცი პოლიციაშიც უღიარებია, რომ ბავშვი გავგუდე ხელით, 2 ჯერ აფართხალდა, მოვკალი ასე, ჩავაწვინე მკვდარი ბავშვი ლოგინში და რომ ნახეს სამი საათის გარდაცვლილი იყოო.

-რა გახდა სავარაუდო მკვლელობის მიზეზი, და სად მოხდა საზარელი შემთხვევა?
- ბავშვი ოჯახთან ერთად, სოფელ ღანირში ცხოვრობდა, თუმცა ბებიის ოჯახს, სადაც ეს მკვლელობა მოხდა ხშირად სტუმრობდა. ეს ქალი ბავშვის გამოშვებას ხშირად თხოვდა ლიზის მშობლებს, შემთხვევამდე კი ბავშვი ბებიას გამოჰყოლია. მკვლელობის მოტივზე მე ვერაფერს გეტყვით...

-ამბობენ, რომ დაკავებულს 12 წლის შვილი მდინარეში დაეხრჩო...
-დაახლოებით ორი წლის წინ მართლაც მოხდა უბედური შემთხვევა და გარდაიცვალა ამ ქალის შვილი, მდინარეში დაიხრჩო. გარდა ამისა, მეორე შვილს მეტყველებასთან პრობლემები აქვს.
-როდის ელოხდებით ექსპერტიზის პასუხებს?
-17 დღეში იქნება ექსპერტიზის პასუხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

loading...


vivus.ge
14584
9-01-2017, 15:47

კომენტარის დამატება