აუტიზმის მქონე ბავშვი საბავშვო ბაღში სცემეს - არის თუ არა დედა დაზარალებული

loading...
image
აუტიზმის მქონე ბავშვის დედა თამარ იარაჯული, საბავშვო ბაღში მისი შვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.


იარაჯულის განცხადებით, პროკურატურამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ის დაზარალებულად არ ცნო.


თამარ იარაჯული პროკურატურას მეტი ყურადღებისა და გამოძიების საფუძვლიანად ჩატარებისკენ მოუწოდებს.


“მე, დედა მოვითხოვ, ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, გადაეცეს ეს საქმე ისეთ ადამიანებს, ვისაც ცხოვრებაში გამოციდლება და პრაქტიკა მაინც აქვთ. მინდა მივაღწიო იმას, რომ გამაგებინონ რა მოხდა იმ დღეს, 26 სექტემბერს“,- აცხადებს დაზარალებულის დედა.


ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

„დადგენილების გასაჩივრება ზემდგომ პროკურორთან კანონიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი მიღებიდან ათი დღის ვადაში, ამ უფლებას ჩვენ გამოვიყენებთ და გავასაჩივრებთ“,- განაცხადა ადვოკატმა.

loading...


vivus.ge
1713
12-01-2017, 14:55

კომენტარის დამატება