ჰყავს თუ არა გაგა გოგრიჭიანს შეყვარებული

image
არა, ამ ეტაპზე თავისუფალი ვარ, ზოგადად სიყვარული უფრო ღრმა მცნებაა ჩემი აზრით, თან ყოველთვის ორ ადამიანს შორის ერთს უფრო მეტად უყვარს , მეორეს უფრო ნაკლებად, შეუძლებელია ერთნაირად გიყვარდეთ ერთმანეთი , სიყვარულია აღმოაჩინო შენი ბედნიერება სხვა ადამიანში, ნუ ვიცით არაერთი გამონათქვამი , არაერთი ლექსი , არაერთი სიმღერა , თუმცა სიყვარულიდან სიძულვილამდე ხომ ერთი ნაბიჯია? როგორც გიყვარდა ადამიანი შეიძლება ისევე შეგძულდეს, ვეღარ აიტიანო ან აღარ გინდოდეს მისი დანახვა. სიყვარული რაღაცნაირად არამიწიერი გრძნობა მგონია, რომელსაც მართლაც მალვა უნდა, თორემ გაგიბანძებენ , გაგითელავენ , გაასწორებენ მიწასთან... თუმცა ხომ ამბობს გურამ დოჩანაშვილი სამოსელ პირველში – დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკოო? ჩვენ ალბათ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ რამხელა მისია გვაკისრია , ეს არარის ხის დარგვა, არც სახლის აშენება და არც შვილის გაჩენა , ეს უფრო მეტია, ვიდრე ერთმანეთის გაკვირვება... თუ საკუთარ თვალებს სარკეში კარგად დააკვირდები დაინახავ რომ მასშივეა შენი სამარე ... ჩვენი მისია და ვალდებულება კი ალბათ სიყვარულია, თუმცა სიყვარულის უმაღლეს ლეველს კაცობრიობა ვერასოდეს ვერ აღმოაჩენს, ეს არარის არც თავგანწირვა და არც ის : რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებიაო, მიუხედავად იმისა , რომ ეს გამონათქვამი ძალიან მიყვარს .... და ბოლოს სიყვარული თავად ღმერთია, არვიცი საკუთარ თავში ღმერთი აღმოვაჩინე თუ არა, თუმცა ყოველთვის ძებნის პროცესში ვარ და ალბათ მოვა დრო როდესაც აღმოვაჩენ , ბედნიერია ის ადამიანი , რომელმაც უკვე მასში ღმერთი აღმოაჩინა , ბოლო ბოლო ვინმეს მივეჩვევი და ისე შევეცდები გავბედნიერდე სხვა თუ არაფერი ....



861
24-10-2019, 20:58

კომენტარის დამატება