საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SalamAir" შემოდის

image
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მუსკატი-თბილისი-მუსკატის საჰაერო ხაზზე ფრენები მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2018), კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „SalamAir"-ს რეგულარულიფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 14 მარტს მიენიჭა.

"ახალი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას",-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

წყარო: http://economic.ge скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

35
29-03-2018, 22:42

კომენტარის დამატება