15 რამ რაც სექსის დროს აკრძალულია – სწავლა არასოდეს არის გვიან

loading...
image
1. ორგაზმის იმიტირება! ამით თავადაც დაზარალდებით და პარტნიორსაც მოატყუებთ!

2. სექსის დროს არასოდეს უნდა თქვათ: “სულ ეს იყო? მთელი 30 წამი დაუვიწყარი ბედნიერებისა”, “ჩემი ყოფილი უკეთესი იყო ამ საქმეში!” და ა.შ.
3. იკრძალება მაკიაჟზე, ვარცხნილობასა და ტანსაცმელზე სექსის დროს ზრუნვა. არაფერი ისე არ ანელებს სასიყვარულო ცეცხლს, როგორც: “თმაზე ნუ შემეხები, ვარცხნილობას გამიფუჭებ”.

4. ნუ გამოიყენებთ კბილებს ბოროტად.

5. სექსის დროს სხვა მამაკაცზე/ქალზე ფიქრი.

6. თავდაცვის (პრეზერვატივის ან სხვა კონტრაცეფციის) გარეშე სექსი. რა თქმა უნდა, ეს ტაბუ არ ვრცელდება მონოგამიურ ურთიერთობებსა და მათზე, ვინც ბავშვის გაჩენას გეგმავს.

7. აქტის დროს მამაკაცის დახრჩობის მცდელობა, ისე, როგორც ფილმ “ძირითად ინსტინქტ – 2”-ში (ეს ტრიუკი მომხიბვლელია მხოლოდ ეკრანზე).

8. სექსის დროს ზედმეტი კითხვების დასმა: “ესე იგი, მიყიდი მანქანას?”

9. პარტნიორის სხვა მამაკაცის სახელით მოხსენიება.

10. იმის გარჩევა, რამდენი ქალი ჰყავდა თქვენამდე.

11. წამდაუწუმ საათზე ყურება და წუთების თვლა, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.

12. აქტის დროს ჩაძინება.

13. საღეჭი რეზინის ღეჭვა.

14. პარტნიორის ყველა ქმედების კომენტირება: “აი, ასე კარგია, ახლა ხელი მარცხნივ გასწიე, არა – მარჯვნივ, ეს ხელი აქ დამადე… არა, ასე არა!”

15. და რაც მთავარია: “თუ სექსში რაიმე არ შეიძლება, მაგრამ თქვენ ამის გაკეთება ძალიან გინდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება!”

loading...


vivus.ge
19138
16-12-2016, 17:17

კომენტარის დამატება