როგორ გაცვალა ქალმა ქმარ-შვილი სექსზე – ჰარამხანის ხარჭის სკანდალური აღიარება

loading...
image
ჰარამხანები და ხარჭები მხოლოდ წარსულის ისტორია როდია, დღესაც არსებობს მსგავსი დაწესებულებები, სადაც სექსზე გადარეულ მამაკაცებს ამათსავით მოაზროვნე რამდენიმე ქალი ჰყავთ შემოკრებილი და ჰარამხანის პრინციპით ცხოვრობენ. ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, გულახდილად ესაუბრა ჟურნალისტებთან და გაემხილა, რატომ მიატოვა ქმარ-შვილი და რატომ გახდა ცნობილი ინტიმ-მწვრთნელის ერთ-ერთი საყვარელი და მოსწავლე.

ათასობით ახალგაზრდაა შეპყრობილი სექსუალური სურვილებით, ფანტაზიებით, ხარბად კითხულობენ წიგნებს ცდუნების ხელოვნებაზე, დადიან ტრენინგებზე და დიდ ფულს ხარჯავენ იმაში, რომ დაეუფლონ სექსის საიდუმლოებებს. მრავალჯერადი ორგაზმების დევნაში მათ შეუძლიათ ბევრი რამ დათმონ: წარსული ცხოვრება, სტატუსი და ოჯახიც კი.

26 წლის ანასტასია ვაშუკევიჩი უკვე ნახევარი წელია ცნობილი სექს-მწვრთნელის ჰარამხანის ხარჭაა. თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისთვის, რომელსაც იქ სთავაზობენ, მან მშობლიური ბელორუსი დატოვა და თავისი შვილიც ყოფილ ქმარს მიაბარა გასაზრდელად.

- ყოველთვის მიტაცებდა წიგნები სექსზე. 18 წლიდან ვკითხულობდი. ვოცნებობდი ტრენინგებზე მოხვედრაზე, რომ ყველაფერი მესწავლა სადო-მაზოხისტურ სექსზე. გამიჩნდა შესაძლებლობა, რომ მოსკოვში ტრენინგზე წავსულიყავი და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. პრაქტიკა პირველივე მეცადინეობიდან დაიწყო. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. გავთავისუფლდი, გავთამამდი, საკუთარი თავი შემიყვარდა, გამიქრა სიმორცხვე. ახლა ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კაცი მყავს ლოგინში, სად ვარ მათთან ერთად და რამდენად ხშირად მაქვს სექსი. ახლა შემიძლია, რამდენიმე სხვადასხვა მამაკაცთან დავწვე ერთ დღეში. ქალებთანც მიცდია.

რამდენიმე თვეში ჰარამხანაშიც მოვხვდი. ასე ჰქვია, თორემ სინამდვილეში მეგობრების კომპანიასავითაა, სადაც ბევრი ქალი და ერთი მამაკაცია. ჩვენ ყველას გვიყვარს ერთმანეთი. ვიკრიბებით, სადმე მივდივართ და რა თქმა უნდა, სექსითაც ვართ დაკავებული, ვისაც ვისთან უნდა.

- ოჯახს არ გაუჭირდა შეგუება?
- თავიდან გაუჭირდათ, მერე მიეჩვივნენ. ჩემი რვა წლის შვილი ყოფილ ქმარს დავუტოვე ცოტა ხნით, სანამ მოსკოვში საბოლოოდ მოვეწყობოდი. მაგრამ რომ ჩავედი მის წამოსაყვანად, სახლში არ შემიშვეს. ფოოები უნახავთ და მითხრეს, რომ შვილს ვეღარასდროს ვნახავდი.

ეს ძნელია, მაგრამ ამ შეკრებებსა და ურთიერთობებზე უარის თქმას არ ვაპირებ. ეს ჩემი არჩევანია და ჩემი ცხოვრება. შვილისთვის ალბათ ვიბრძოლებ და აქ ჩამოვიყვან. ვასწავლე ყველაფერს, რომ დაკომპლექსებულ სნობად არ გაიზარდოს. რომ წამოიზრდება, ჩემს ჰარამხანაზეც ვუამბობ, რომ ყველაფერი მანაც ისწავლოს. ბელორუსში აღარ დავბრუნდები, იქ ბევრ გოგონას შეექმნა პრობლემა, ვინც ჩვენს “გურუსთან” არის ჰარამხანაში.

ხშირად გვიბარებენ დაკითხვებზე, ჰგონიათ, ვინმე რამეს გვაძალებს. ჩემი ცხოვრება და ჩემი ოჯახი ახლა ეს არის, ჩვენი “გურუ”. ის ყველას გვეხმარება, ყველა თავისებურად უყვარს. ერთმანეთზე არ ვეჭვიანობთ, ვიცით, რომ არასდროს გვიღალატებს და ცუდად არ მოგვექცევა. მასთან რომ მქონია, ასეთი სექსი არასდროს არავისთან მქონია და არც მექნება. ეს ამად ღირს.

loading...


vivus.ge
4844
2-12-2016, 10:37

კომენტარის დამატება