აპრილი 27, 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სულეიმანჯების თემის ლიდერს, რომელსაც დაბა ადიგენში, საკუთარ სახლში სამლოცველო თვითნებურად აქვს მოწყობილი, სახელმწიფო 2 ვარიანტს სთავაზობს. თუმცა, მერაბ მიქელაძე უარს ამბობს სახელმწიფოს შეთავაზებაზე. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მზადაა მერაბ მიქელაძეს ალტერნატიული ადგილი სამლოცველოსთვის სოფელ იჯარეთში გამოუყოს, ან მისი სახლი გამოისყიდოს.

სააგენტო საკითხზე მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად მუშაობს, თუმცა მიქელაძე მათ არ ექვემდებარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *